Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
                                                                                                                                    
№05/29 - 01
21.05.2018 წ.    
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბლანკის,  ბეჭდის და შტამპის გამოყენების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის,  მე-6 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 30 სექტემბრის №129/02-01 ბრძანების „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების ბეჭდების, ბლანკებისა და შტამპებისა და ფაკულტეტების კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შემდგომში „ფაკულტეტი“) კანცელარიაში ინახება ფაკულტეტის ბეჭედი, ბლანკი  და შტამპი.
2.    ფაკულტეტის ბეჭედი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფლებამოსილი პირის (ადმინისტრაციული, დამხმარე და აკადემიური პერსონალი) ხელმოწერის ან ასლის დოკუმენტთან შესაბამისობის დასადასტურებლად იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც დაკავშირებულია ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან, მათ შორის:
ა) ცნობა სტუდენტის ან თანამშრომლის (თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე)  სტატუსის შესახებ;
ბ) ცნობა ფინანსური დავალიანების შესახებ (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა);
გ) ცნობა ბიბლიოთეკის დავალიანების შესახებ ( ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა);
დ) სასწავლო ბარათი;
ე) ფაკულტეტის საბჭოს ოქმი და ოქმიდან ამონაწერი;
ვ) დახასიათება;
ზ) რეკომენდაცია;
თ) კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართის ყველა გვერდი;
ი) აპოსტილზე წარსადგენი დოკუმენტების ყველა გვერდი;
კ) რეცენზია;
ლ) დასკვნა;
მ) გამოხმაურება;
ნ) ბრძანებების ასლები;
ო) პრაქტიკის დღიურები;
პ) სხვადასხვა სააპლიკაციო ფორმა;
ჟ) სხვა სახის დოკუმენტი, ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირის მითითების საფუძველზე.
3.    ფაკულტეტის ბლანკზე  შეიძლება განთავსდეს:
ა) ცნობა სტუდენტის ან თანამშრომლის (თანამდებობრივი სარგოს მითითების გარეშე)  სტატუსის შესახებ;
ბ) რეკომენდაცია;
გ) დახასიათება;
დ) აპოსტილზე წარსადგენი დოკუმენტები;
ე) წერილები სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან;
ვ) რეცენზია, დასკვნა, გამოხმაურება ( მოთხოვნის შემთხვევაში) ;
ზ) სტუდენტთა სასწავლო-პროფესიული პრაქტიკისა და სტაჟირების შესახებ წერილები;
თ) სხვა სახის დოკუმენტზე, ფაკულტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირის მითითების საფუძველზე.
4.    შტამპი გამოიყენება ფაკულტეტის კანცელარიაში შემოსული განცხადებებისა და წერილების რეგისტრაციის მიზნით.
5.    წინადებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი   გიორგი ღაღანიძე